logo
ENG



ვიდეო | ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა

20 ნოე 202117:22
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ნაკრების წევრმა დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მორიგი გოლი გაიტნა. 

ზირა საბაილს მასპინძლობს და ამ მონეტისთვის 2:0 ამარცხებს. შეხვედრის 46-ე წუთზე დავით ვოლკოვმა გაიტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 

ზირა აზერბაიჯანის ჩემპიონატში გამართული 11 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და 7 ქულით ჩამორჩება გათამაშების ლიდერ გაბალას. ქართველი შემტევი კი 9 გატანილი ბურთით ბომბარდირთა დავას ლიდერობს. 

შვედეთის ნაკრებთან მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ, სადაც ვოლკოვის სანაკრებო დებიუტი შედგა, ვილი სანიოლმა განაცხადა, არ მახსენდება, 26 წლის ასაკში ნაკრებში ადაპტაცია ფეხბურთელს ასე ადვილად გაევლოსო.

გორში გამართულ მატჩში კი, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უზბეკეთი სწორედ დავით ვოლკოვის გოლით დაამარცხა. 


close დახურვა